17 დეკემბერს, 17:00 საათზე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი იწყებს სამეცნიერო-პოპულარული ლექციების სასერტიფიკატო კურსს: ეკოლოგიური პრობლემები და მათი სამედიცინო ასპექტები.
კურსის მიზანია ეკოლოგიური მსოფლმხედველობის ამაღლება, ცოდნის გაღრმავება გარემოს დაბინძურებისა და ადამიანის ჯანმრთელობის რისკების შესახებ.
თემატიკა და სადისკუსიო საკითხები:
- ეკოლოგიური კატასტროფები – კაცობრიობის მწვავე პრობლემა
- მძიმე მეტალებით და რადიონუკლიდებით გარემოს დაბინძურების პრობლემა
- ქსენობიოტიკები, ტოქსიკანტები და შხამები
- აპოპტოზი – უჯრედების დაპროგრამებული სიკვდილი
- რა არის სიბერე?
- ეკობიოტექნოლოგიები და ბიორემედიაცია
- ლონდონური სმოგი, ლოს-ანჯელესური სმოგი და მჟავე წვიმები
- საკვების ხარისხი
- გარემოს ტოქსიკანტები და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები
- მნიშვნელოვანი სამედიცინო აღმოჩენები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს
სპიკერი: თამარ ვარაზი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგიის დოქტორი
სამიზნე აუდიტორია: ნებისმიერი დაინტერესებული პირი
სამუშაო ენა: ინგლისური
კურსის განხორციელების განრიგი: 17.12.2021 – 17.07.2023, 15 საკონტაქტო საათი, 10 შეხვედრა
- შეხვედრა 1: 17.12.2021, 17:00 სთ
- შეხვედრა 2: 28.01.2022, 18:00 სთ
- შეხვედრა 3: 04.03.2022, 17:000 სთ
- შეხვედრა 4: 15.04.2022, 17:00 სთ
- შეხვედრა 5: 13.01.2023, 18:00 სთ (თემა: რა არის სიბერე? – ჟანგბადის აქტიური ფორმები და ანტიოქსიდანტები; სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლოება; სკულაჩოვის იონების საოცარი ეფექტი)
-
შეხვედრა 6: 10.02.2023, 18:00 სთ (თემა: ეკო-ბიოტექნოლოგიები და ბიორემედიაცია (როგორ გავასუფთავოთ და აღვადგინოთ ეკოსისტემა))
-
შეხვედრა 7: 17.02.2023, 18:00 სთ (თემა:ლონდონის სმოგი-ლოს ანჯელესის სმოგ-მჟავა წვიმები (გარემოს დაბინძურება და ალერგია))
- შეხვედრა 8: 24.02.2023, 18:00 სთ (საკვების ხარისხი; როგორ ავირჩიოთ სწორი საკვები მაღაზიებში? GMO – კარგი თუ ცუდი?
თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა: 1,3 საათი
ფორმატი: კურსი ჩატარდება დისტანციურად, MS TEAMS-ში
კურსის ღირებულება: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, პერსონალისთვის საუნივერსიტეტო დაფინანსებით არის უფასო
კურსზე დასწრების ბმული:
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი!