მიმდინარე წლის 15 დეკემბერს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიგრაციისა და დიასპორის კვლევით ცენტრსა და საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრს შორის ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, კახაბერ ლაზარაშვილმა, მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლელა გოგინავამ და საქართველოს პარლამენტის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ანთაძემ.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს კვლევით ცენტრებს შორის აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ხელშეწყობას. კერძოდ, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, სამეცნიერო და სასწავლო რესურსების გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას.
აღნიშნული მემორანდუმი ნაყოფიერი აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის საწინდარია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიგრაციისა და დიასპორის კვლევით ცენტრსა და საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრს შორის.