მიმდინარე წლის 15 დეკემბერს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ახალ კამპუსში სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის – „მიგრაცია და დიასპორა – გლობალური გამოწვევები“ – მონაწილეთა და საუკეთესო ნაშრომების ავტორთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
კონფერენცია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრისა და ამავე უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ხელშეწყობით გაიმართა. კონფერენციის მიზანი იყო მიგრაციისა და დიასპორის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და სტუდენტების თვალით დანახული გამოწვევებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება.