საპრიზო ფონდი:
- პირველი ადგილი – 2000 ლარი;
- მეორე ადგილი – 1500 ლარი;
- მესამე ადგილი – 1000 ლარი;
იდეა შესაძლოა განხორციელებადი იყოს როგორც ფიზიკური, ისე ვირტუალური ფორმით.
იდეის ავტორმა ან ავტორთა ჯგუფმა 20 დეკემბრიდან – 20 მარტის პერიოდში, ორგანიზაციის ,,სადაგი’’ ელ-ფოსტაზე info@sadagi.ge უნდა გააგზავნოს არაუმეტეს სამი წუთის ხანგრძლივობის ვიდეო, სადაც აღწერილი იქნება იდეა და მისი განხორცილების გზები.
კონკურსანტების ვიდეოები განთავსდება ორგანიზაციის ,,სადაგი’’ Facebook და YouTube გვერდებზე.
კონკურსის პირველ და მეორე ადგილზე გასულ იდეას გამოავლენს ,,სადაგის’’ მიერ შერჩეული კვალიფიციური ჟიური, ხოლო მესამე ადგილი გამოვლინდება Facebook მოწონებების საშუალებით.
ორგანიზაციისა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/sadagi.official/videos/206155041723269
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ორგანიზაციას Facebook (Sadagi.სადაგი) და Instagram (Sadagi_official) გვერდებზე.