2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის წარჩინებულმა სტუდენტებმა ყოველსემესტრული 600-ლარიანი სტიპენდია მოიპოვეს!
სტიპენდიატთა დაჯილდოების ღონისძიება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ახალ კამპუსში გაიმართა. EEU-ს რექტორის მ/შემსრულებელმა, კახაბერ ლაზარაშვილმა და ფაკულტეტების დეკანებმა მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტები სერტიფიკატებით დააჯილდოვეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს. დაჯილდოების ღინისძიებას ესწრებოდნენ EEU-ს ვიცე-რექტორები, ადმინისტრაციის თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები;
EEU-ს სტიპენდია მოიპოვა საბაკალავრო, სამაგისტრო და ერთსაფეხურიანი დიპლომირებული მედიკოსის პროგრამების 63-მა სტუდენტმა, რომელთა GPA 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში იყო 3,5 და მეტი.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ულოცავს სტიპენდიატებს ამ წარმატებას!