20 იანვარს, 14:00 საათზე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის 26-ე აუდიტორიაში განხორციელდება ტრენინგი: ,,სახანძრო და ელექტრო უსაფრთხოება, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა“.
ტრენინგის მიზანი:
- ადმინისტრაციულ პერსონალისთვის სახანძრო, ელექტროუსაფრთხოების და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარების გაუმჯობესება;
- კრიზისული სიტუაციების დროს თანამშრომელთა მიერ ორგანიზებული ქცევის უნარების ჩამოყალიბება შესაძლო საფრთხეების და უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით.
ტრენერი: ნუგზარ მელაძე – კომპანია ,,უსაფრთხო გარემო“ – დირექტორი;
ტრენინგის თემატიკა:
- ხანძრის შემთხვევაში უსაფრთხო ევაკუაცია და თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა;
- სამუშაო პროცესში ელექტრო ხელსაწყოების და მოწყობილობების სწორი ექსპლუატაცია;
- საჭიროების შემთხვევაში, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა სასწრაფოს მოსვლამდე.
ტრენინგის ფარგლებში განხორციელდება ხანძრის ლიკვიდაციისა და უსაფრთხო ევაკუაციის პრაქტიკული ჩვენება.
სამიზნე ჯგუფი: EEU-ს ადმინისტრაციული პერსონალი
ტრენინგის ფორმატი: პირისპირი, აუდიტორია 26