აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით 2022 წლის 29 იანვარს ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: ,,ქვეყნის განვითარების შესაძლებლობები პოსტ–პანდემიურ პირობებში’’.
ღონისძიება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა სამეცნიერო საკითხებში დოქტ. შალვა მაჭავარიანმა გახსნა.
კონფერენციის მონაწილეებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დოქტ. კახაბერ ლაზარაშვილი მიესალმა.
სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამისა და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამის სტუდენტები.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ორგანიზატორი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და დარგის სხვა სპეციალისტები.