აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა 2022 წლის 24-27 იანვარს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქ. დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში გამართულ რიგით 47-ე Arab Health გამოფენა-კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
Arab Health არის ჯანდაცვის ყოველწლიური გამოფენა-კონფერენცია, რომელიც პირველად 1975 წელს გაიმართა ქ. დუბაიში. Arab Health 2022-ში გამოფენაზე 60-ზე მეტი ქვეყანა იყო წარმოდგენილი და მათ შორის ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აშშ, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, კორეა, დიდი ბრიტანეთი და არაერთი სხვა ევროპული ქვეყანა. 47-ე გამოფენას 56000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა და პავილიონში წარმოდგენილი იყო ექსკლუზიური, ინოვაციური პროდუქტები, ტექნოლოგიები ჯანდაცვის ინდუსტრიაში.
ქ. დუბაიში გამართულ გამოფენა-კონფერენციაზე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს მიეცა შესაძლებლობა კონტაქტების დამყარების, გამოცდილების გაცვლისა და ახალი პარტნიორების მოძიების. კონფერენცია მნიშვნელოვანი იყო როგორც წამყვანი უნივერსიტეტების მხრიდან საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების უფრო ახლოს გაცნობის, ასევე გამოცდილების გაზიარებისა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობების კუთხით.