25 თებერვალს, 16:00 საათზე, 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) მობილობის წესით ჩარიცხული სტუდენტებისთვის გაიმართება ონლაინ საორიენტაციო დღე.
საორიენტაციო შეხვედრის მიზანს წარმოადგენს სამიზნე აუდიტორიისთვის დეტალური ინფორმაციის მიაწოდება სასწავლო პროცესისა და სტუდენტური სერვისების შესახებ.
თემატიკა და სადისკუსიო საკითხები:
- სტუდენტური ცხოვრება და მხარდამჭერი სერვისები;
- სტუდენტის ელექტრონული სასწავლო ბაზის (EEU-EL) პრეზენტაცია;
- საგანმანათლებლო პროგრამა და სასწავლო ცხრილი.
სპიკერ(ებ)ი:
- ზვიად როგავა – EEU-ს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი; პროფესორი
- ზუხრა მაცაბერიძე – EEU-ს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; ასოცირებული პროფესორი
- ვასილ კიკუტაძე – EEU-ს ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი
- თამთა ლეკიშვილი – EEU-ს ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასისტენტ-პროფესორი
- ქეთევან აფთარაშვილი – განათლების დეპარტამენტის უფროსი (EEU)
შეხვედრის სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხული სტუდენტები
სამუშაო ენა: ქართული
საორიენტაციო შეხვედრის თარიღი: 25.02.2022, 16:00 საათი
საორიენტაციო შეხვედრის ხანგრძლივობა: 1 საათი
ფორმატი: შეხვედრა ჩატარდება დისტანციურად MS TEAMS-ში
შეხვედრის ბმული: