ქალაქ ბათუმის მერია ახორციელებს პროგრამას „ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის“. პროგრამა ითვალისწინებს სტიპენდიის გაცემას ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ იმ სტუდენტებზე, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის მომენტისთვის რეგისტრირებულნი არიან ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად, 2021-2022 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრის მიხედვით პრიორიტეტულ მიმართულებებზე ჩარიცხულ სტუდენტებს მიღებული აქვთ დადებითი შეფასება – 81 ქულა და მეტი, ხოლო სხვა დანაჩენ მიმართულებებზე ჩარიცხულ სტუდენტებს –91 ქულა და მეტი.
სტიპენდიის გაცემის დროს პირველ ეტაპზე განიხილება დაფინანსების საკითხი იმ კონკურსანტებისა, რომლებიც სწავლობენ შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე/დარგებზე/მიმართულებებზე:
- არქიტექტურა;
- განათლების მეცნიერებები;
- აგრობიზნესის მენეჯმენტი;
- ურბანული დაგეგმარება;
- საჯარო მმართველობა;
2021-2022 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში მიღებული შეფასების მიხედვით, განცხადებები მიმდინარე წლის 21 თებერვალიდან 25 მარტის ჩათვლით მიიღება.
კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://batumi.ge/ge/?page=show&sec=109