უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!
გსურთ, ჩაერთოთ იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის მართვაში?
გსურთ, წვლილი შეიტანოთ თქვენი ფაკულტეტის განვითარებაში?
მაშინ გამოიყენეთ შესაძლებლობა და გახდით თქვენი ფაკულტეტის საბჭოს წევრი!
2022 წლის 28 მარტს გამოცხადდა ფაკულტეტის საბჭოს სტუდენტი წევრის არჩევნები იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
არჩევნების ორგანიზების მიზნით რექტორის ბრძანებით შექმნილია საარჩევნო კომისია. არჩევნების შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 29 აპრილისა.
ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის 4 აკადემიური პერსონალი და 2 სტუდენტი.
საბჭოს წევრი სტუდენტი შეიძლება გახდეს აქტიური სტატუსის მქონე ფაკულტეტის ნებისმიერი სტუდენტი.
ფაკულტეტის საბჭოს წევრობის მსურველმა სტუდენტებმა დასაბუთებული განცხადებით (განცხადების ფორმა იხ. ბმულზე ) 2022 წლის 11 აპრილიდან 15 აპრილის ჩათვლით უნდა მიმართონ უნივერსიტეტის საქმისწარმოების დეპარტამენტს ან გამოგზავნონ განცხადება ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@eeu.edu.ge
დადგენილი წესების შესაბამისად წარმოდგენილი კანდიდატების განცხადებას საარჩევნო კომისია გადასცემს სტუდენტურ თვითმმართველობას, რომელიც თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩევს ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტ წევრს.