გიორგი ბერძენიშვილი (ასოცირებული პროფესორი)
სამართლის დოქტორანტი;
მიმართულება: სისხლის სამართალი;
საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტრო
გიორგი ბერძენიშვილი არის საქართველოს მდგრადი განვითარების და ეკონომიკის სამინისტროში მთის კურორტების განვითარების სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი; ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი. აქვს 30-წლამდე პროფესიული გამოცდილება, მათ შორის იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის უფროსი პროკურორი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ-შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსი.
გიორგი ბერძენიშვილს მოპოვებული აქვს გრანტი გერმანიის ფედერაციის, ფრაიბურგის – მაქს პლანკის ინსტიტუტში თემაზე ,,მიგრაციის სოციალური, სამართლებრივი და კრიმინალური ასპექტები საქართველოს მაგალითზე“. ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწისა და პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდები.