საჯარო აუდიტის ინსტიტუტი (https://www.facebook.com/PublicAuditInstitute) აცხადებს საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირების კურსზე რეგისტრაციას.
კურსის მიზანი:
- სპეციალური წესების, ხერხებისა და იმ მეთოდების სწავლება, რომლებიც გამოიყენება აუდიტორულ საქმიანობაში აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ასს) შესაბამისად;
- აუდიტის საკანონმდებლო ბაზის, ასს-ის შინაარსის, მოქმედების სფეროებისა და სტრუქტურის გაცნობა;
- აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებში ორიენტაციის უნარის ჩამოყალიბება;
- აუდიტორებისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
კურსის მოდულები:
- საბიუჯეტო კანონმდებლობა;
- ბუღალტრული აღრიცხვა საჯარო სექტორში;
- ფინანსური აუდიტი;
- შესაბამისობის აუდიტი;
- ეფექტიანობის აუდიტი.
სერტიფიცირების კურსის ტრენერების შესახებ ინფორმაცია იხ. ბმულზე: https://rb.gy/wra7n6
სასწავლო პროცესის მიმდინარეობა:
რეგისტრაციის პერიოდი 01.04.2022 – 28.04.2022
განხორციელების პერიოდი 02.05.2022 – 13.07.2022
სერტიფიცირების კურსის ფორმატი: ჰიბრიდული (პირისპირ და დისტანციურად)
შეფასების მეთოდები:
გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ ის პირები, რომლებიც სასწავლო კურსის ხუთი შუალედური გამოცდიდან, ჯამში დააგროვებენ შეფასების 30%-ს. გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად საჭიროა ქულების 65%-ზე მეტის მიღება.
კურსზე მიღების პროცედურა/დაშვების წინაპირობა:
სერტიფიცირების საფასური შედგება ორი კომპონენტისგან:
- სასწავლო კურსი − 2000 ლარი;
- გამოცდა − 300 ლარი.
სტუდენტები ისარგებლებენ გადახდის შეღავათიანი პირობებით
- სასწავლო კურსი − 750 ლარი;
- გამოცდა − 150 ლარი.
რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთები:
- სარეგისტრაციო განაცხადის ფორმა (განაცხადის ფორმის გადმოტვირთვა);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- რეზიუმე (CV);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ფოტოსურათი;
- კურსის საფასურის (2000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სერტიფიცირების კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია 28 აპრილამდე.
იხ. რეგისტრაციის ბმული: https://rb.gy/sjx9vc
სერტიფიკატი:
პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა საჯარო სამსახურში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი 5-წლიანი სერტიფიკატი.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://sai.ge/ka/2020021107391945ka.html?t=details