აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი 2022 წლის 18 მაისს, 16:00 საათზე მართავს სემინარს: „უმაღლესი განათლების ფილოსოფია: თანამედროვე პერსპექტივები“
უმაღლესი განათლების მუდმივმოქმედი სემინარი ფუნქციონირებს სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრის ბაზაზე. სემინარის მიზანია ისეთი სივრცის შექმნა, რომლის ფარგლებშიც განსხვავებული დისციპლინების წარმომადგენლები შეძლებენ, ერთმანეთს გაუზიარონ უმაღლესი განათლების შესახებ საკუთარი პერსპექტივები და ხედვები. ის, ასევე, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების ქართულ სივრცეში ინოვაციური იდეების, საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკისა და მიდგომების გავრცელებას. მუდმივმოქმედი სემინარის ხელმძღვანელია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი პოლ გიბსი.
მუდმივმოქმედი სემინარის პირველი შეხვედრა მიზნად ისახავს თანამედროვე უმაღლესი განათლების ფილოსოფიაში არსებული ძირითადი ტენდენციების განხილვას.
მომხსენებელი: პროფესორი გიორგი თავაძე, EEU-ს სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე
შეხვედრის ფორმატი: ჰიბრიდული (პირისპირ და დისტანციურად)
სამუშაო ენა: ქართული
შეხვედრის ხანგრძლივობა: 1,5 საათი
სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პერსონალი და სტუდენტები; მუდმივმოქმედი სემინარის წევრები და სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან;
დისტანციურად შეხვედრაზე დასწრების ბმული: https://bit.ly/3w1z3kJ