ოლიმპიადის მიზანია, აბიტურიენტებს დაეხმაროს საკუთარი ინტელექტუალური უნარ-ჩვევების გაზომვაში და იმერეთის მასშტაბით წარმატებული მოსწავლეები წაახალისოს სხვადასხვა პრიზებით.
ინტელექტის ოლიმპიადა შეამოწმებს ისეთ უნარ-ჩვევებს, როგორებიცაა: ლოგიკა, ანალოგიები, სივრცითი და რაოდენობითი აზროვნება, საკმარისობები და ა.შ
ეს ის უნარებია, რომელებიც ყველა აბიტურიენტს დასჭირდება მომავალი პროფესიული განვითარებისთვის.
ინტელექტის ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს; ოლიმპიადაზე რეგისტრაცია მონაწილეებისათვის არის უფასო!