მკვლევარი
ელ.ფოსტა: m.tedeshvili@eeu.edu.ge
მირანდა თედეშვილმა 2011 წელს მოიპოვა მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის სტიპენდია. 2012 წელს მოიპოვა 100 პროცენტიანი სახელმწიფო გრანტი და ჩაირიცხა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, რომელიც 2016 წელს დაამთავრა სოციოლოგის ბაკალავრის კვალიფიკაციით.
ბაკალავრიატში სწავლის პერიოდში მირანდამ გაიმარჯვა AIESEC Georgia-ს სტუდენტურ კონკურსში და 2014 წლის სექტემბრიდან ოქტომბრამდე იმყოფებოდა პოლონეთში. 2015 წელს მოიპოვა Erasmus Mundus-ის სტიპენდია და 1 აკადემიური წელი ისწავლა რუმინეთში, ბაბეშ ბოლაის უნივერსიტეტში პოლიტიკის, ადმინისტრირების და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ბაბეშ ბოლაის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში იყო საერთაშორისო სტუდენტური კლუბის წევრი და აქტიურად მონაწილეობდა კლუბის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში.
2016 წელს მან მოიპოვა კავკასიის უნივერსიტეტის სამაგისტრო გრანტი და ჩაირიცხა საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც დაამთავრა 2019 წელს საჯარო მმართველობის მაგისტრის კვალიფიკაციით.
2017 წლიდან მირანდა თედეშვილი მუშაობს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში. ჩართულია EURAXESS საქართველოს ქსელის სტარტაპ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს მკვლევართა კარიერული განვითარებისა და მობილობის ხელშეწყობას.
მირანდა თედეშვილის სამეცნიერო-კვლევითი ინტერესებია: განათლების სოციოლოგია, პოლიტიკური თეორია, პოლიტიკის სოციოლოგია, საერთაშორისო პოლიტიკა.