აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პარტნიორი ბუქარესტის ეკონომიკის უნივერსიტეტი გიწვევთ ეკონომიკისა და სოციალურ მეცნიერებათა მე-5 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. ღონისძიება დაგეგმილია 2022 წლის 16 – 17 ივნისს, კონფერენციის თემატიკაა ‘’მდგომარეობის აღდგენა მეტავერსული ბიზნეს მოდელირების გზით -’Fostering recovery through metaverse business modelling’’.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ მკვლევრებსა და დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც წარმოადგენენ კვლევით ნაშრომებს კონფერენციის თემის ირგვლივ.
კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი ორი საუკეთესო ნაშრომი გამოქვეყნდება საერთაშორისო გამომცემლობის ჟურნალში, რომელიც ინდექსირებულია Clarivate Analytics SSCI IF ,7 and AIS 0,506 (core economics) – ს და Scopus S1-ში და მხარდაჭერილია ბუქარესტის ეკონომიკის უნივერსიტეტის ბიზნეს პარტნიორების მიერ.
კონფერენცია ორგანიზებულია ბუქარესტის ეკონომიკის უნივერტეტის მიერ და ჩატარდება 16-17 ივნისს ჰიბრიდულ ფორმატში.
განაცხადის რეგისტრაციისათვის გადადით ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ კონფერენციის ვებგვერდს: https://icess.ase.ro/5th-icess/