სტიპენდიის ფარგლებში არსებულ აკადემიურ კურსებზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ იტალიის ტერიტორიაზე.
გრანტის პირობები:
- სამაგისტრო პროგრამაზე ჩასარიცხად აუცილებელია ბაკალავრის ხარისხის ქონა. (მონაწილის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 28 წელსა და 364 დღეს რეგისტრაციის ვადის გასვლამდე (9 ივნისი 2022);
- სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხად განმცხადებელი ვალდებულია დაიცვას ქვეყანაში შესვლის რეგულაციები და პასუხობდეს რელევანტური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ასევე ფლობდეს სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის წერილს. (მონაწილის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 30 წელსა და 364 დღეს რეგისტრაციის ვადის გასვლამდე (9 ივნისი 2022);
- გრანტი ასევე გაიცემა კვლევითი პროექტებისათვის აკადემიური პირის ხელმძღვანელობით, რომლებიც განხორციელდება იტალიურ კვლევით ინსტიტუტებში. რეგისტრაციისათვის აუცილებელია კვლევითი პროექტის, ხელმძღვანელი პირის საკონტაქტო (მეილი) ინფორმაციისა და მასპინძელი უნივერსიტეტის/ინსტიტუტის მოწვევის წერილის წარდგენა.
- იტალიური ენისა და კულტურის მაღალი საფეხურის (Advanced) კურსი, რომლის ხანგრძლივობა მოიცავს 3 თვემდე პერიოდს და ენის ცოდნის მინიმალურ დონედ განსაზღვრულია A2 (CEFR).
გრანტის ხანგრძლივობა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროგრამისათვის მოიცავს 6-დან 9 თვემდე პერიოდს.
ენის ცოდნის მინიმალურ დონედ იტალიურ და ინგლისურ კურსებზე სასწავლებლად განსაზღვრულია ბ2 (CEFR).
სასწავლო პროგრამის დაფინანსების პერიოდი: 1 ნოემბერი 2022 – 31 ოქტომბერი 2023.
რეგისტრაციის პროცედურა:
სარეგისტრაციო ფორმა უნდა გაიგზავნოს ექსკლუზიურად პორტალზე – ისწავლე იტალიაში. ამასთანავე, განმცხადებელი უნდა ფლობდეს ვალიდურ პასპორტს ან პირადობის დამადასტურებელ მოწმობას. რეგისტრაციისას უნდა აიტვირთოს მკაფიოდ გასარჩევი ფოტო-ასლები დოკუმენტაციისა, რომლის წარუდგენლობის შემთხვევაში საბუთები არ განიხილება.
სარეგისტრაციო ფორმის ატვირთვა კი ხდება დისტანციურად პლატფორმაზე – ისწავლე იტალიაში, შემდეგ მისამართზე.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 9 ივნისი, 2022