გრძელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) მიერ ორგანიზებული საჯარო ლექციები, ინტელექტუალურ-შემეცნებითი და გასართობი აქტივობები მე-10, მე-11 და მე-12 კლასების სკოლის მოსწავლეებისთვის.
ღია კარის დღეების ფარგლებში 22 მაისს გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: ,,დანაშაულის გამოძიებისა და გახსნის მეთოდიკა’’.
სკოლის მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, ინფორმაცია მიიღონ კონკრეტული სისხლის სამართალის საქმისა და დანაშაულის გამოძიების მეთოდების შესახებ.
სპიკერი: ნიკა სადრაძე – ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
განრიგი: 22 მაისი, 13:00 საათი და 14:00 საათი
ფორმატი: პირისპირ
საჯარო ლექციაზე დასასწრებად გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია.