აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) ღია კარის დღეები სკოლის მოსწავლეებისთვის გრძელდება.
ინტელექტუალურ-შემეცნებითი და გასართობი აქტივობების ფარგლებში 2 ივნისს გაიმართება საჯარო ლექცია: ,,აბიტურიენტთა სტრესის მართვა”.
საჯარო ლექციის მიზანს წარმოადგენს სამიზნე ჯგუფის წევრებს მიეწოდოთ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მართონ გამოცდებისა და წინასაგამოცდო მზადებით გამოწვეული სტრესი.
სპიკერი: ნანა გოგიჩაშვილი – EEU-ს ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი.
განრიგი: 02 ივნისი, 17:00 საათი
ფორმატი: პირისპირ
საჯარო ლექციაზე დასასწრებად გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია.