2022 წლის 28 მაისს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ახალ კამპუსში სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძის საჯარო ლექცია.
ზურაბ მხეიძე – EEU-ს ასოცირებული პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, EEU-ს ფსიქოლოგიისა და ნეირომეცნიერების ლაბორატორიის ,,ლაბორატორია Z” ხელმძღვანელი.
საჯარო ლექციაზე ზურაბ მხეიძემ ისაუბრა სტრესის მართვაზე, სიტყვის ძალაზე და მოტივაციაზე.
საჯარო ლექციას ქ. თბილისი საჯარო და კერძო სკოლების 200-მდე მოსწავლე ესწრებოდა. ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია, მოსწავლეებმა დასვეს უამრავი და საინტერესო შეკითხვა, რომელსაც ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ უპასუხა.
დასკვნით ეტაპზე სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების, საუნივერსიტეტო სტიპენდიებისა და სწავლის დაფინანსების მრავალფეროვანი პირობების, სტუდენტური მხარდამჭერი სერვისებისა და უპირატესობების თაობაზე. ასევე, დაათვალიერეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ახალი კამპუსი.
EEU-ში გრძელდება მე-10, მე-11 და მე-12 კლასების სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი და გასართობი აქტივობების ციკლი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიერ KINGS-თან პარტნიორობით ხორციელდება.