საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია(https://www.gff.ge/ge/media/news/22543) აცხადებს სტიუარდთა მიღებას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელსაც საქართველო 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ჩემპიონატის ორგანიზებაში სტიუარდის (განმკარგულებლის) პოზიციაზე. სტიუარდი უზრუნველყოფს უსაფრთხოების, უშიშროებისა და მომსახურების გაწევას ღონისძიებაში ჩართული ყველა პირისთვის.
ჩემპიონატში მონაწილეობის უპირატესობანი:
- შერჩეული კანდიდატები უშუალო მონაწილეობას მიიღებენ ევროპის ერთ-ერთი მთავარი სანაკრებო ტურნირის ჩატარებაში;
- კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ თავისუფალი გრაფიკით;
- კანდიდატებს ასევე შეეძლებათ მიიღონ დამატებითი შემოსავალი.
აღნიშნული პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: steward@gff.ge. CV-ში უნდა მიუთითონ პირადი ნომერი, ელ. ფოსტა, საკონტაქტო ნომერი და საცხოვრებელი ადგილის მისამართი. კანდიდატი უნდა იყოს სრულწლოვანი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.gff.ge/ge/media/news/22543


