აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ახალ კამპუსში აშშ-ის საელჩოს ’’წიგნის თარგმნის პროგრამის’’ ფარგლებში ქართულ ენაზე თარგმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია ,,ოპერაციების მენეჯმენტი: პროცესები და მიწოდების ქსელი’’ (გამომცემლობა Pearson, 2019, მე-12 გამოცემა, ავტ. ლი.ჯ.კრაჩევსკი, მანოჯ კ. მალჰოტრა, ლარი პ. რიტზმანი) გაიმართა. სახელმძღვანელო აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მიერ საქართველოში აშშ-ს საელჩოს საგრანტო პროექტის ფარგლებში ითარგმნა.
პრეზენტაციას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ ლაზარაშვილი, ჯიპას რექტორი მაკა იოსელიანი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური კოლეგიის თავჯდომარე დავით ჩერქეზიშვილი, სახელმძღვანელოს მთარგმნელთა ჯგუფი, განათლების ექსპერტები, მოწვეული სტუმრები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წიგნი ’’ოპერაციული მენეჯმენტი: პროცესები და მიწოდების ჯაჭვი’’ დიდი მოთხოვნით სარგებლობს აშშ-ის, კანადის, ავსტრალიისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. სახელმძღვანელოში განხილული თემები მნიშვნელოვანია ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის აკადემიური პროგრამების სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის, მოქმედი სპეციალისტების, კერძო და საჯარო სექტორში არსებულ კომპანიებსა და სტრუქტურებში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირებისთვის. ნაშრომი სრულად შეესაბამება თანამედროვე სახელმძღვანელოსადმი წაყენებულ მოთხოვნებს. შედგენილია კვლევაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის განსახორციელებლად. წიგნში შემავალ თხუთმეტივე თავში განიხილება სამ ნაწილიანი ოპერაციული პროცესი.