აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) მიერ ორგანიზებული ინტელექტუალურ-შემეცნებითი და გასართობი აქტივობების ციკლის ფარგლებში 2022 წლის 29 მაისს სკოლის მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, შეექმნათ Tik-Tok ვიდეო თემაზე: ,,მე ვარ აბიტურიენტი’’ და მოეპოვებინათ EEU-ში სწავლის 1125-ლარიანი ვაუჩერი.
ღონისძიებაში მონაწილეობა ქ. თბილისის მასშტაბით სხვადასხვა კერძო და საჯარო სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.
გამარჯვებული Tik-Tok ვიდეო გამოვლინდა შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:
- ვიდეოს ხანგრძლივობა არ აღემატებოდა 35 წამს;
- მონაწილეს გამოწერილი ჰქონდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის Tik-Tok-გვერდი: EEUUNIVERSITY172;
- პლატფორმაზე განთავსებულ ვიდეოს ახლდა სიტყვები:
#აღმოსავლეთევროპისუნივერსიტეტი
#აბიტურინეტისერთიდღე
გამარჯვებული მოსწავლე გამოვლინდა ვიდეოს ყველაზე მეტი ნახვების (view) მიხედვით. მას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისგან გადაეცა სემესტრული 1125-ლარიანი სასწავლო ვაუჩერი:
- ნიკა კრავცოვ – ,,შპს სკოლა ენ-ჯი’’;
ღონისძიების დასკვნით ეტაპზე სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების, საუნივერსიტეტო სტიპენდიებისა და სწავლის დაფინანსების მრავალფეროვანი პირობების, სტუდენტური მხარდამჭერი სერვისებისა და უპირატესობების თაობაზე. ასევე, დაათვალიერეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ახალი კამპუსი.
EEU-ში გრძელდება მე-10, მე-11 და მე-12 კლასების სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი და გასართობი აქტივობების ციკლი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიერ KINGS-თან პარტნიორობით ხორციელდება.
ღია კარის დღეების განრიგი იხილეთ ბმულზე: https://forms.gle/2FqFQjusHunJpz7R9