flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

ჰოკაიდოს უნივერსიტეტის სლავურ-ევრაზიული კვლევითი ცენტრის (SRC) უცხოელ ვიზიტორთა სასტიპენდიო პროგრამა 2022


ჰოკაიდოს უნივერსიტეტის სლავურ-ევრაზიული კვლევითი ცენტრი (SRC) აცხადებს 2023-2024 წლების SRC-ის უცხოელ  ვიზიტორთა სასტიპენდიო პროგრამის 45–ე რაუნდს.

სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ყოფილი საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უცხოელ მკვლევარ–სპეციალისტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან 2023–2024 სასწავლო წლის განმავლობაში SRC–ში კვლევითი პროექტების ჩატარებით და სლავურ–ევრაზიულ ცენტრთან სამომავლო თანამშრომლობით.

აპლიკანტებმა უნდა აირჩიონ დასაქმების პერიოდი SRC-ში 2023 წლის 1 მაისიდან 2024 წლის 22 მარტამდე. შერჩევის პროცესის შემდეგ SRC იტოვებს უფლებას შეცვალოს ცენტრში მუშაობის ვადები ნომინირებული აპლიკანტებისათვის.

პირობები:
ვალდებულებები:
რეგისტრაცია და რეკომენდაციები:
პირობები:
  •  სამგზავრო ხარჯები (ერთი ორმხრივი ეკონომ-კლასის ტიპის ავიაბილეთი სტიპენდიატის სამუშაო ადგილიდან ქალაქ საპორომდე;)
  • ყოველთვიური საცხოვრებელი ხარჯები 380,000 – 500,000 იენის ოდენობით (ექვემდებარება გადახედვას). (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს შემოსავალზე დაბეგვრის ჯამი იაპონიაში იქნება დამოკიდებული იმაზე, არსებობს თუ არა საგადასახადო ხელშეკრულება იაპონიასა და თქვენს ქვეყანას შორის. ხელშეკრულების არსებობს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ორმაგი დაბეგვრა.);
  • განთავსება – ბინა უნივერსიტეტის უცხოელ მეცნიერთა რეზიდენციაში ან კეთილმოწყობილი ბინა უნივერსიტეტის კამპუსის გარეთ. პირველის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია თქვენი ვიზიტის პერიოდზე. ორივე შემთხვევაში მოგიწევთ ყოველთვიური ქირისა და კომუნალური გადასახადის დაფარვა;
  • საჭიროების შემთხვევაში სამგზავრო ხარჯების დაფარვა ცენტრამდე და უკან;
  • ოფისი ცენტრში (აღჭურვილი პერსონალური კომპიუტერით) და წვდომა უნივერსიტეტისა და ბიბლიოთეკის ყველა რესურსთან;
  • მოწვეული მეცნიერი უნდა ჩაერთოს იაპონიის ეროვნული ჯანდაცვის სადაზღვევო და საპენსიო პროგრამაში. დაზღვევა დაფარავს თქვენი სამედიცინო ხარჯების 70%-ს, სტომატოლოგიური ხარჯების ჩათვლით;
  • პროგრამა ანაზღაურებს მოწვეული მეცნიერის პროფესიული მიზნით გადაადგილებას იაპონიის ფარგლებში (შეზღუდული რაოდენობით). უცხოეთში გადაადგილება საჭიროებს დირექტორის თანხმობას წესდების თანახმად.
ვალდებულებები:
  • თითოეული თანამშრომელი იღებს ვალდებულებას, რომ წარადგინოს მინიმუმ ორი პრეზენტაცია იაპონიაში გამართულ აკადემიურ შეხვედრებზე SRC-ს ჩათვლით;
  • საპოროში მუშაობის დროს ან ვიზიტის დასრულებისთანავე თითოეულმა თანამშრომელმა უნდა წარადგინოს სტატია ცენტრის საერთაშორისოდ რეფერირებულ ჟურნალში ‘’Acta Slavica Iaponica’’ სლავური და ევრაზიული კვლევების ფართო თემატიკის გათვალისწინებით;
  • მოწვეულმა თანამშრომელმა ასევე უნდა წაიკითხოს ლექციები კურსდამთავრებულებისთვის, მონაწილეობა მიიღოს სემინარებსა და სიმპოზიუმებში და ითანამშრომლოს SRC-ის მკვლევრებთან SRC-ში მუშაობის დროს და მის შემდეგ.
რეგისტრაცია და რეკომენდაციები:
კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადები (შაბლონის ჩამოტვირთვა) 2022 წლის 22 აგვისტომდე.

თითოეულ განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერილი, რომელიც გაიგზავნება უშუალოდ ცენტრში: ერთი სარეკომენდაციო წერილი იმ დაწესებულებიდან, რომელსაც განმცხადებელი წარმოადგენს და მოწმობს, რომ იგი თავისუფალი იქნება საპოროში ვიზიტის დროს, ხოლო მეორე კონფიდენციალური სარეკომენდაციო წერილი მათ სფეროში აღიარებული სპეციალისტისგან, რომელიც აფასებს განმცხადებელს და მის პროექტს.

განაცხადები უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით მისამართზე: FVFP@slav.hokudai.ac.jp.

დამატებითი ინფორმაციისთვის სტიპენდიის პროგრამის შესახებ, გთხოვთ ეწვიოთ ოფიციალურ ვებსაიტს.

ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რიგით მე–3 საერთაშორისო ეკონომიკის სამართლის სამაგისტრო პროგრამა 2022
გერმანიის სტიპენდია გერმანულ უნივერსიტეტებში

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University