გიორგი წიკლაური (ასოცირებული პროფესორი)
სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი;
მიმართულება: ფსიქოლოგია
გიორგი წიკლაური არის სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი და აქტიურად ეწევა პროფესიულ საქმიანობას. არის ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი. გასულ წლებში იყო ნეიროგანვითარების ცენტრის ქცევითი თერაპევტი, ნევროლოგიური კლინიკის „ვალეო’’ ქცევითი თერაპევტი და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ფსიქო-კონსულტანტი.
გიორგი წიკლაური აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, კონფერენციების მონაწილე და მომხსენებელი. ასევე გავლილი აქვს საერთაშორისო პროფესიული განვითარების ტრენინგ-კურსები, მათ შორის: Essentials of CBT: The Beck Approach -Beck institute of cognitive behavior therapy; CBT For Anxiety – Beck institute of cognitive behavior therapy.
![]()


