რუსუდან ქარსელაძე (პროფესორი)
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
მიმართულება: პედიატრია
რუსუდან ქარსელაძე არის საქართველოს ბავშვთა ალერგოლოგთა და კლინიკურ იმუნოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი და ევროპის პედიატრთა ასოციაციის ასამბლეის წევრი, ასევე შ. რუსთაველის სახ. საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო ექსპერტი მედიცინის დარგში. აქვს მრავალწლიანი პროფესიული და პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება. სხვადასხვა წლებში იყო პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის – კლინიკური ორდინატორი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ალერგოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებს – პედიატრიის, ალერგოლოგია-იმუნოლოგიის, ბავშვთა ალერგოლოგია-იმუნოლოგიის მიმართულებით.
რუსუდან ქარსელაძემ 2017 და 2019 წლებში მოიპოვა სტიპენდია პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამის ერასმუს+ ფარგლებში. მის მიერ 2012 წლიდან დღემდე დასრულებულია 6 საერთაშორისო მულტიცენტრული კლინიკური კვლევა, ოთხ მათგანში იგი გახლდათ მთავარი მკვლევარი, 2022 წლიდან 2 საერთაშორისო მულტიცენტრული კლინიკური კვლევის მკვლევარია. არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, ასევე აქტიური მონაწილე სამეცნიერო კონფერენციების და სიმპოზიუმების.