შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედეგების გამოქვეყნების შემდეგ პირველკურსელმა 5 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართოს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს – წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტები და გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია (სწავლის საფასურის გადახდა).
ადმინისტრაციული რეგისტრაცია ითვალისწინებს სწავლის სემესტრული საფასურის სრულად ან ნაწილის – 563 ლარის გადახდას ,,საქართველოს ბანკის” , “TBC” ან ,,პროკრედიტ” ბანკის ნებისმიერ ფილიალში, იხ. საბანკო ანგარიშები .
დოკუმენტაციის წარმოდგენამდე გადახდილი უნდა გქონდეთ სწავლის საფასური შემდეგი პრინციპით:
- 100%-იანი, 70%-იანი ან 50%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი – 0 ლარი;
- ოქროსმედალოსანი – 338 ლარი, ხოლო ვერცხლისმედალოსანი – 450 ლარი;
- სხვა დანარჩენ შემთხვევაში – 563 ლარი;