პროგრამა ხორციელდება საქართველოსა და ევროპის (პროგრამის ქვეყნების) უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული საპარტნიორო ხელშეკრულების ფარგლებში.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, ასევე აკადემიურ პერსონალს ეძლევათ შესაძლებლობა 2022-2023 წლებში ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ ან/და აწარმოონ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა ტუშას უნივერსიტეტში და აიმაღლონ კვალიფიკაცია სასურველი მიმართულებით.
Erasmus+ სტიპენდია სრულად ფარავს როგორც სწავლის, ასევე მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს!
ტუშას უნივერსიტეტი ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია იტალიაში, რომელიც 1979 წელს დაარსდა და მდებარეობს ქალაქ ვიტერბოში. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 6 ფაკულტეტი, სტუდენტების რაოდენობა კი 10 000-ს აჭარბებს.
დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე.
სტიპენდიატთა შერჩევა განხორციელდება ღია კონკურსის წესით. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება მოგვიანებით.
EEU იმედოვნებს, რომ ტუშას უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება სტუდენტებისა და მეცნიერებისთვის და უსურვებს მათ წარმატებებს!