მსოფლიო ბანკი აცხადებს ორწლიან ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამაზე მიღებას (WBG YPP), რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფში კარიერის დაწყების შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს, რომლებიც დაბადებულნი არიან 1990 წლის 1 ოქტომბერს ან შემდეგ და ფლობენ მაგისტრის ან დოქტორის ხარისხს ბიზნესისა თუ მისი მომიჯნავე მიმართულებებით (YPP Business area).
პროგრამა მოიცავს:
- პროფესიული გამოცდილების მიღებას;
- ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას;
- ტრენინგებს მსოფლიო ბანკის პოლიტიკის, პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ;
- ქოუჩინგსა და მენტორობას;
წარსადგენი საბუთები:
- რეზიუმე;
- აკადემიური განათლების/ კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები;
- 1 მოკლე ესე;
- თეზისის მოკლე მიმოხილვა ან დისერტაცია;
- 3 პროფესიული/აკადემიური რეკომენდაცია.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა არის 2022 წლის 30 სექტემბერი.
მსოფლიო ბანკის ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.