აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა ნიქოზიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით 2022 წელს გაიმარჯვა და მოიპოვა ერასმუსის გრანტი Erasmus+ პროგრამის საერთაშორისო კრედიტ მობილობის (International Credit Mobility – ICM) ფარგლებში, რომელიც ერთობლივი, მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამაა სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისათვის.
პროგრამა ხორციელდება საქართველოსა და ევროპის (პროგრამის ქვეყნების) უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული საპარტნიორო ხელშეკრულების ფარგლებში.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, ასევე აკადემიურ პერსონალს ეძლევათ შესაძლებლობა 2022-2023 წლებში ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ ან/და აწარმოონ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა ნიქოზიის უნივერსიტეტში და აიმაღლონ კვალიფიკაცია სასურველი მიმართულებით.
Erasmus+ სტიპენდია სრულად ფარავს, როგორც სწავლის, ასევე მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს!
ნიქოზიის უნივერსიტეტი ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია კვიპროსში, რომელიც 1980 წელს დაარსდა და მდებარეობს კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 7 ფაკულტეტი, სტუდენტების რაოდენობა კი 12 000-ს აჭარბებს.
დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე.
სტიპენდიატთა შერჩევა განხორციელდება ღია კონკურსის წესით. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება მოგვიანებით.
EEU იმედოვნებს, რომ ნიქოზიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება სტუდენტებისა და მეცნიერებისთვის და უსურვებს მათ წარმატებებს!