აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) აცხადებს 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ერასმუს+ სტიპენდიით ნიქოზიის უნივერსიტეტში მობილობას (STA/TTA) აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის.
მობილობა ცხადდება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება EEU და ნიქოზიის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული საპარტნიორო ხელშეკრულების საფუძველზე.
ნიქოზიის უნივერსიტეტი ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია კვიპროსში, რომელიც 1980 წელს დაარსდა და მდებარეობს კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 7 ფაკულტეტი, სტუდენტების რაოდენობა კი 12 000-ს აჭარბებს.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა სრული დაფინანსებით 5/7 დღე გაატაროთ ნიქოზიის უნივერსიტეტში, აიმაღლოთ კვალიფიკაცია და გაიზიაროთ გამოცდილება.
Erasmus+ პერსონალის მობილობის პროგრამა მოიცავს ინდივიდუალურ მხარდაჭერას და მგზავრობის ხარჯის ანაზღაურდებას.
სტიპენდიანტთა შერჩევა განხორციელდება ღია კონკურსის წესით.
საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადები: 19/10/2022 – 10/11/2022
მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა განაცხადი დადგენილი წესით, შესაბამის ვადებში, უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინონ.
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- განცხადება;
- სამოტივაციო წერილი;
- სააპლიკაციო ფორმა (აკადემიური პერსონალისთვის/ადმინისტრაციული პერსონალისთვის)
შენიშვნა: კანდიდატს უნდა უდასტურებოდეს ინგლისური ენის ცოდნა (ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება, განათლება ინგლისურ ენაზე, მოხსენებები ინგლისურ ენაზე ან ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი).
საბუთების მიღება იწარმოებს EEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში (ოთახი 102) 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: international@eeu.edu.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: