ფორუმის დამფუძნებელ წევრებს შორის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან ერთად არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე დამფუძნებელმა წევრებმა განსაზღვრეს ფორუმის მმართველი ორგანოები და ხელი მოაწერეს ფორუმის სადამფუძნებლო დოკუმენტს. ასევე, არჩეულ იქნა მრჩეველთა საბჭო. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრის ფარგლებში, საქართველოში ინტერნეტმმართველობის რიგით მერვე ფორუმის – GeoIGF 2022-ის ჩატარების თარიღად 2022 წლის 19-22 ნოემბერი განისაზღვრა.
YouthIGF ფორუმის მიზანია ინტერნეტ-სფეროს, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კომუნიკაციების საკითხებზე დიალოგისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა. ფორუმი გაიმართება წელიწადში ერთხელ, ინტერნეტმმართველობის ფორუმის ფარგლებში, წლის განმავლობაში კი სამუშაო პროცესი დაეთმობა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და ინტერნეტის საკითხებზე განხილვებში ჩართულობის გაძლიერებისკენ მიმართულ აქტივობებს.
IGF-ის კოორდინატორია მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია (TOA), ფორუმის მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კომუნიკაციების კომისია და ინტერნეტ საზოგადოება საქართველო (ISOC Georgia). ღონისძიების ინსტიტუციური მხარდამჭერია ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.