აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი YouthIGF-ის დამფუძნებელი წევრია.
ფორუმის მიზანია ინტერნეტ-სფეროს, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კომუნიკაციების საკითხებზე დიალოგის წახალისება; გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა.
ფორუმის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსიები თემებზე – ხელოვნური ინტელექტი, მისი შესაძლებლობები და გამოწვევები; დეზინფორმაცია საქართველოს ინტერნეტ სივრცეში; ფართოზოლოვანი საქართველო – არსებული მდგომარეობა და გამოწვევები, საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარების პერსპექტივები; გახსნილი ტელეკომ ბაზარი და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების დაშვების პერსპექტივები; 5G მზაობა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის როლი ქვეყნის განვითარებაში; ინტერნეტის ხარისხი; სათემო ინტერნეტ ქსელების განვითარება; ინტერნეტ კონტენტის თვითრეგულირება; ქართული ენა ინტერნეტ-სამყაროში; კიბერუსაფრთხოება და ციფრული უფლებები; პანდემიით ინსპირირებული ინოვაციები და პერსონალური მონაცემების დაცვა; ციფრული წიგნიერება და მზაობა, სხვადასხვა სექტორების როლი ამ პროცესში; ვირტუალური მობილური ოპერირების განვითარების საკითხები და სხვა.
ფორუმზე წარდგენილი იქნება ინტერნეტსფეროს განვითარების მიმართულებით დაგეგმილი ინიციატივები მოწვეული სტუმრებისათვის, მათი მხარდაჭერისა და ინტერესის მოპოვების მიზნით.
YouthIGF იმართება საქართველოს ინტერნეტმმართველობის რიგით მერვე ფორუმის ფარგლებში, რომელიც 21-22 ნოემბერს ტექნოპარკში ჩატარდება. დაინტერესების შემთხვევაში, ფორუმზე დასწრება YouthIGF -ში მონაწილე სტუდენტებსაც შეუძლიათ.
ფორუმზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/…/1FAIpQLSfROaTBHvwPVY…/viewform
ღონისძიების მხარდამჭერები: ღონისძიების კოორდინატორია მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია (TOA), ფორუმის მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კომუნიკაციების კომისია და ინტერნეტ საზოგადოება საქართველო(ISOC Georgia). ღონისძიების ინსტიტუციური მხარდამჭერია ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.