აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და ელექტრონული კომერციის ინსტიტუტის (კიოლნი, გერმანია) ორგანიზებით 2022 წლის 4 ნოემბერს გაიმართა რიგით მეორე ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: ,,ციფრული მენეჯმენტი, ტექნოლოგიური შესალებლობები და გამოწვევები “.
ღონისძიება გახსნეს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელებმა, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა სამეცნიერო საკითხებში პროფესორმა შალვა მაჭავარიანმა და ელექტრონული კომერციის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა რიჩარდ გეიბელმა.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი დავით ჩერქეზიშვილი და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, ასოცირებული პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი.