შეხვედრის მიზანს წარმოადგენს ქართულ სინამდვილეში დასავლეთის აღქმის წინააღმდეგობრივი პროცესის მიმოხილვა-ანალიზი.
შეხვედრის თემატიკა და სადისკუსიო საკითხები:
- ქართულ სინამდვილეში დასავლეთის წინააღმდეგობრივი ხატების („დასავლეთი როგორც მხსნელი“ თუ „დასავლეთი როგორც ეროვნული იდენტობისთვის საფრთხის შემცველი“) ფორმირებისა და ტრანსფორმაციის დინამიკური პროცესი;
- დინამიკურ პროცესზე მოქმედი ფაქტორები და მათი ცვლილება საქართველოს პოსტკოლონიური გამოცდილების ჭრილში.
მომხსენებელი: ირაკლი ჩხაიძე, კულტურის კვლევების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევათა ინსტიტუტი.
საჯარო ლექცია ორგანიზებულია ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის (EEU) ინიციატივით. https://eeu.edu.ge/portfolio/interdisciplinary-centre/
შეხვედრის სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი; სტუდენტები.
სამუშაო ენა: ქართული
საჯარო ლექციის განხორციელების განრიგი: 18.11.2022, 18:00 საათზე; ხანგრძლივობა: 1,30 წუთი
ფორმატი: ჰიბრიდული (პირისპირ და დისტანციურად)
შეხვედრაზე დისტანციურად დასწრების ბმული: https://bit.ly/3TXrVjZ
პირისპირ ფორმატში შეხვედრის ლოკაცია: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, მცირე საკონფერენციო დარბაზი – 201