16 ნოემბერს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) რექტორი, კახაბერ ლაზარაშვილი და ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ვასილ კიკუტაძე, შეხვედნენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელს საქართველოში – კაორი იშიკავას და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ადრეული განათლების პოლიტიკის მრჩეველს, მასაჰირო კატოს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თამარ თოლორაია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი აღზრდის სამმართველოს უფროსი და სალომე იჩქიტი – პროგრამის ანალიტიკოსი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ურთიერთთანამშრომლობა და ერთობლივი სამომავლო პროექტები როგორც გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, ასევე იუნისეფთან და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან ისეთი მიმართულებით, როგორიცაა გენდერული თანასწორობის საკითხები და პროექტი-კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში.
ზემოთხსენებულ ორგანიზაციებთან იგეგმება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რის საფუძველზეც EEU-ს ექნება შესაძლებლობა განახორციელოს ტრენინგები და სხვადასხვა აქტივობები გენდერული თანასწორობისა და მათი გავლენის შესახებ უმაღლეს სასწავლებლებში.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი საგანმანათლებლო კურსის შემუშავება გენდერული ნორმებისა და თანასწორობის შესახებ. ასევე, სამეცნიერო – კვლევითი პროექტის განხორციელება.