შიდსის ჯანდაცვის ფონდი (AHF) (https://freehivtest-ge.org/ge/ahf-tbilisi-about-ge/) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს აივ/შიდსის ჯანდაცვის მომსახურების გაფართოებას მეტი სიცოცხლის გადასარჩენად.
ლექცია ეძღვნება შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს (World AIDS Day), რომელიც ყოველწლიურად 1-ელ დეკემბერს აღინიშნება.
ღონისძიების მიზანს შიდსის მიმართ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) უერთდება აივ ინფექციასა და ჰეპატიტებზე ტესტირების კვირეულს, რომელიც ევროპაში 21-28 ნოემბერს აღინიშნება. საინფორმაციო შეხვედრის დასრულებისთანავე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ტესტების საშუალებით უფასოდ განხორციელდება აივ-ზე სწრაფი, მარტივი, ანონიმური, ნებაყოფლობითი ტესტირება.
შეხვედრის სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის თანამშრომლები; სტუდენტები.
სამუშაო ენა: ქართული
შეხვედრის განხორციელების განრიგი: 30.11.2022, 15:30 საათზე;
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი