აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრისა და EEU-ს ბიბლიოთეკის ორგანიზებით 19 ნოემბერს გაიმართა ტრენინგი საბიბლიოთეკო სერვისების გამოყენების შესახებ.
ტრენინგის მიზანი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის EEU-ს საბიბლიოთეკო რესურსებით სარგებლობისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო;
ტრენინგს უძღვებოდა EEU-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გვანცა კობახიძე და მარიკა ჟორჟოლიანი, ,,საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმის” ლიცენზირების კოორდინატორი, სამეცნიერო და საცნობარო სერვისების განყოფილების უფროსი. ტრენინგს ასევე დაესწრო განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან აფთარაშვილი;
ტრენინგის ფარგლებში განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები გაეცნენ:
- საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების გამოყენების ტექნიკებს;
- საბიბლიოთეკო ელექტრონული კატალოგში რესურსების მოძიება/დაჯავშნის წესებს;
- EEU-ს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებსა და სხვადასხვა საბიბლიოთეკო მხარდამჭერ სერვისებს;
ტრენინგის მეორე ეტაპი მოიცავდა პრაქტიკულ ნაწილს, რომელიც დაეთმო ბიბლიოთეკის რესურსების შესახებ მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენებას. სამიზნე ჯგუფის წევრებმა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო რესურსები და წიგნადი ფონდი (ციფრული და ბეჭდური) დაათვალიერეს და ბაზებში მოიძიეს რესურსები;
ტრენინგი მიმდინარეობდა ჰიბრიდულ ფორმატში და სტუდენტებისთვის, რომლებიც ვერ დაესწრნენ ტრენინგს, ხელმისაწვდომია ტრენინგის მასალები (ვიდეო-ჩანაწერი, პრეზენტაციები)
ტრენინგის მასალებზე წვდომისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტაზე: LLC@EEU.EDU.GE
შეგახსენებთ, რომ გრძელდება ტრენინგების ციკლი და მომდევნო შეხვედრა დაგეგმილია 28 ნოემბერს, 14:00 საათზე (დეტალები იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/portfolio/treningi-lib2022/)