მიმდინარე წლის 9 ნოემბერს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ანატომიის კაბინეტში (109) ანატომიის, ჰისტოლოგიის, პათოლოგიისა და რადიოლოგიის სასწავლო კურსების ახალი აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის გაიმართა ტრენინგი: ,,მრავალფუნქციური ანატომიური ინტერაქციული მაგიდის გამოყენების ტექნიკები’’,
ტრენინგის მიზანს შესაბამისი სასწავლო კურსების ფარგლებში ,,ინტერაქციული ანატომიური მაგიდის“ სასწავლო პროცესში დანერგვა წარმოადგენდა და უძღვებოდა ელენე ზურაბიშვილი ( ასისტენტ-პროფესორი, ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე)
,,ინტერაქციული ანატომიური მაგიდა“ საშუალებას იძლევა ადამიანის სხეულის რეალურ ზომებში, 3D ფორმატით მოხდეს ორგანიზმის 11 სისტემის სწავლება და ამავე დროს უწყვეტი შიდა-ინტერნეტით დაუკავშირდეს აუდიტორიებში არსებულ სენსორულ დაფებს და ერთდროულად ჩატარდეს აუდიტორიებში ლექციები სხვადასხვა მიმართულებით.
ტრენინგის ფარგლებში განიხილეს შემდეგი საკითხები:
- ანატომიური მაგიდის ფუნქციონალი, მისი ათვისება და პრაქტიკაში გამოყენება;
- სასწავლო პროცესში ინტეგრაციის შესაძლებლობები, გამოწვევები და სპეციფიკა.