აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, თეა იმედაძე და ასოცირებული პროფესორი, გრიგოლ ჯულუხიძე Erasmus+ პროგრამის პერსონალის მობილობით (STA/TTA) იმყოფებოდნენ ტუშას უნივერსიტეტში (იტალია).
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ტუშას უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან. დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებით.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და ტუშას უნივერსიტეტს შორის გაფორმდა აკადემიური თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ბინაციონალური სამაგისტრო პროგრამის განხორციელებასა და სტუდენტთა მიერ მოპოვებული კრედიტების აღიარებას.
აღნიშნული ხელშეკრულება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს სწავლების მეორე წელი ისწავლონ ტუშას უნივერსიტეტში Erasmus+ -ის დაფინანსებით და კრედიტების აღიარების საფუძველზე მიიღონ როგორც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის, ასევე ტუშას უნივერსიტეტის უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მაგისტრის ხარისხი.
ტუშას უნივერსიტეტში „საერთაშორისო დღეების“ ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, თეა იმედაძემ, ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტებისთვის გამართა პრეზენტაცია საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის შესახებ.
უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა და დასახული გეგმები დამატებით შესაძლებლობებს აძლევს EEU-ს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს.