გაცვლითი პროგრამის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა შეუძლია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის ნებისმიერ სტუდენტს (გარდა ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისა), რომელიც ფლობს ინგლისურ ენას B2 დონეზე.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტის მხრიდან გასაწევი ხარჯი შეადგენს მხოლოდ მგზავრობისა და ცხოვრების საფასურს (საერთო საცხოვრებლის ღირებულებაა თვეში 120-150 ევრო, საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის სტუდენტმა უნდა გაითვალისწინოს ყოველთვიურად 250-300 ევრო).
შემოთავაზებული სასწავლო კურსებისა და პროგრამების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.uni.lodz.pl/en/mobility-study-programmes-and-courses
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა, რეგისტრაციის მიზნით, უნდა გამოგზავნონ რეზიუმე (CV) და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: international@eeu.edu.ge. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ინგლისური ენის ტესტს მათთვის, ვინც არ ფლობს ენის ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტს.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 18 დეკემბერი.
19 – 20 დეკემბერს გაიმართება გამოცდა ინგლისურ ენაში და გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: