21 დეკემბერს, 18:30 საათზე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის (აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი) გაიმართება საჯარო ლექცია: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის მექანიზმები და პრობლემატიკა საქართველოში“.
შეხვედრის მიზანია საქართველოში მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის მექანიზმების გაცნობა და გააზრება.
მომხსენებელი: ნიკა ასვანუა, საჯარო მმართველობის დოქტორი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის მრჩეველი.
საჯარო ლექცია ტარდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივითა და უწყვეტი განათლების ცენტრის ორგანიზებით.
შეხვედრის სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები;
სამუშაო ენა: ქართული
შეხვედრის განხორციელების განრიგი: 21.12.2022, 18:30 საათზე;
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი – 401