აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრისა და ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის (EEU) ორგანიზებით 18 ნოემბერს გაიმართა საჯარო ლექცია „‘ორსახოვანი იანუსი’: ერის მშენებლობა და დასავლეთი პოსტკოლონიურ საქართველოში“.
ლექციის მიზანი ქართულ სინამდვილეში დასავლეთის აღქმის წინააღმდეგობრივი პროცესის მიმოხილვა-ანალიზი იყო.
EEU-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა ირაკლი ჩხაიძემ – კულტურის კვლევების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევათა ინსტიტუტი. ღონისძიებას ასევე დაესწრო გიორგი თავაძე – ფილოსოფიის დოქტორი, EEU-ს პროფესორი, ვარლამ ჩერქეზიშვილის სახ. ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი (EEU).
საჯარო ლექციის ფარგლებში მსმენელები გაეცნენ:
- ქართულ სინამდვილეში დასავლეთის წინააღმდეგობრივი ხატების („დასავლეთი როგორც მხსნელი“ თუ „დასავლეთი როგორც ეროვნული იდენტობისთვის საფრთხის შემცველი“) ფორმირებისა და ტრანსფორმაციის დინამიკურ პროცესს;
- დინამიკურ პროცესზე მოქმედ ფაქტორებსა და მათ ცვლილებას საქართველოს პოსტკოლონიურ გამოცდილების ჭრილში.
შეხვედრა მიმდინარეობდა ჰიბრიდულ ფორმატში. EEU-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის, რომლებიც ვერ დაესწრნენ საჯარო ლექციას, ხელმისაწვდომია შეხვედრის მასალები (ვიდეო-ჩანაწერი, პრეზენტაცია).
საჯარო ლექციის მასალებზე წვდომისთვის შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტაზე: LLC@EEU.EDU.GE .