19 ოქტომბერს, კამპუსის იმიტირებულ სასამართლო პროცესის დარბაზში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ზურაბ აზნაურაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია: „დისციპლინური სამართალწარმოების როლი და მიზანი“.
შეხვედრის მიზანი სამიზნე ჯგუფის წევრებში დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ ცნობიერების გაზრდა იყო.
ღონისძიების ფარგლებში ინსპექტორმა სტუდენტებთან ისაუბრა მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოებაზე, არსებულ პრაქტიკასა და გამოწვევებზე. სტუდენტებს ზურაბ აზნაურაშვილმა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის სამომავლო გეგმებიც გააცნო.
საჯარო ლექციის მეორე ეტაპი დაეთმო პროექტის „სამოსამართლო ქცევა და დისციპლინა“ პრეზენტაციას. დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მიერ სტუდენტებისათვის შექმნილი აღნიშნული პროექტი წარმოადგენს მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის სიმულაციას.
შეხვედრას, სტუდენტებთან ერთად, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ბატონი ზვიად როგავა დაესწრო.
საჯარო ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმი წარიმართა. ღონისძიების ბოლოს სტუდენტებმა დამოუკიდებელ ინსპექტორს დაუსვეს შეკითხვები და გამოხატეს თავიანთი მოსაზრებები შეხვედრაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით