რუმინეთის მთავრობა აცხადებს ყოველწლიურ სასტიპენდიო სასწავლო პროგრამას უცხოელებისათვის, კერძოდ, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებისათვის 2023 – 2024 სასწავლო წლისთვის.
განცხადებების მიღება წარმოებს 2022 წლის 15 დეკემბრიდან 2023 წლის 1 მარტამდე, საბოლოო შედეგები კი გამოქვეყნდება 2023 წლის 15 ივლისს.
სტიპენდია მოიცავს სწავლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურების საფეხურებს.
წარსადგენი დოკუმენტაცია:
- დიპლომი;
- დიპლომის დანართი;
- დაბადების მოწმობა და პასპორტი;
- რეზიუმე;
- მიმდინარე სასწავლო დოკუმენტები გაცემული აკრედიტებული/აღიარებული საგანმანათლებლო ინსტიტუციის მიერ დოკუმენტის გამცემ ქვეყანაში;
- მაღალი აკადემიური მოსწრება;
- განაცხადის წარდგენის მეთოდოლოგიის/სტრუქტურის დაცვა.
მიღებული სტიპენდია ფარავს:
- სწავლის საფასურს;
- საცხოვრებლის ხარჯს;
- ყოველთვიურ დახმარებას 65 ევროს ფარგლებში ‘’ლეუს’’ ექვივალეტში (რუმინული კურსით) ბაკალავრიატის, 75 ევროს მაგისტრატურისა და 85 ევროს დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.
აღნიშნული სტიპენდია არ მოიცავს მედიცინის, სტომატოლოგიისა და ფარმაციის სასწავლო მიმართულებებს.
დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://scholarships.studyinromania.gov.ro/scholarship-about.
რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ონლაინ პლატფორმას: https://scholarships.studyinromania.gov.ro/scholarship-auth.