2023 წლისათვის გამოყოფილია შემდეგი გრანტები:
ჯონ ვილკინსონის კვლევითი გრანტი 2023
საქართველოში მცხოვრები ქართველი მეცნიერებისთვის გრანტის ფარგლებში განსაზღვრულია 1500£-მდე აკადემიური კვლევისთვის (სასურველია საქართველოს ფარგლებში). კვლევა ფოკუსირებული უნდა იყოს საქართველოს კულტურისა და მემკვიდრეობის საკითხზე, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით გამოირჩევა.
სიმონ ზაზაძის კვლევითი გრანტი 2023
საქართველოში მცხოვრები ქართველი მეცნიერებისთვის გრანტის ფარგლებში გამოყოფილია 1500£-მდე აკადემიური კვლევისთვის, კვლევა ფოკუსირებული უნდა იყოს ქართულ-ანატოლიურ კვლევებზე, შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხის მიმდებარე რეგიონის მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის გათვალისწინებით.
პოლონური პრემია 2023
საქართველოში მცხოვრები ქართველი მეცნიერებისთვის გრანტის ფარგლებში გამოყოფილია 1000£-მდე აკადემიური კვლევისთვის (სასურველია საქართველოს ფარგლებში), რომლის კვლევის საგანს უნდა წარმოადგენდეს საქართველოსა და კავკასიის ებრაული თემების ისტორია და კულტურა.
გრიბოედოვის კვლევითი გრანტი 2023
გრანტის ოდენობა განსაზღვრულია 1000£-მდე საქართველოში და/ან რუსეთში მცხოვრები ქართველი მეცნიერებისთვის. საკვლევი თემა: საქართველო – რუსეთის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის ასპექტი. კვლევითი საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს საველე სამუშაოების ჩატარებას, ასევე არქივებში, მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში მუშაობას საქართველოში, რუსეთში ან სხვაგან.
გრანტის მისაღებად უმთავრეს კრიტერიუმს წარმოადგენს კვლევითი ნაშრომის ხარისხი და მისი აქტუალობა. კვლევის პროექტთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა უნდა მოხდეს გრანტებით.
მეცნიერები, რომლებმაც უკვე მოიპოვეს აღნიშნული გრანტები, მომავალი ხუთი წლის მანძილზე ვერ შეძლებენ განაცხადის შეტანას დაფინანსების მისაღებად.
განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია www.farig.org-დან და შევსების შემდეგ უნდა გადაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით რობერტ სკალონთან, FaRiG Hon მდივანთან, მისამართზე enquiries@farig.org 2023 წლის 28 თებერვლამდე.
განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ორი სარეკომენდაციო წერილი კონფიდენციალურობის დაცვით პირებისგან, რომლებიც იცნობენ განმცხადებლის მუშაობას. სარეკომენდაციო წერილები უნდა გაიგზავნოს რეკომენდატორების მიერ FaRiG Hon მდივანთან მისამართზე enquiries@farig.org და არ დაერთოს განაცხადს.
FaRiG Awards-ის ქვეკომიტეტის მიერ შერჩეულ, გამარჯვებულ პირთა ვინაობა ცნობილი გახდება 2023 წლის 15 აპრილს.
კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: enquiries@farig.org.
ქეროლაინ ადამსის საპრიზო ჯილდო ესეისთვის 2023
ესეისთვის საპრიზო თანხას წარმოადგენს 500£ ქართველი მეცნიერებისათვის (ინგლისურ ენაზე – მაქსიმუმ 5000 სიტყვა).
ესე უნდა შეეხებოდეს ნებისმიერ თემას ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელიც აქტუალურია საქართველოსთვის. პრიორიტეტი მიენიჭებათ სტუდენტებსა და ახალკურსდამთავრებულებს.
გამარჯვებული ესე გამოქვეყნდება FaRiG-ის ვებსაიტზე და შესაძლოა აკადემიური ტიპის პუბლიკაციაშიც. ესე არ უნდა იყოს მანამდე გამოქვეყნებული ინგლისურ ენაზე.
განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია www.farig.org-დან, რომელიც ესეისთან ერთად უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით რობერტ სკალონთან, FaRiG Hon მდივანთან, მისამართზე enquiries@farig.org 2023 წლის 28 თებერვლამდე.
Faring –ის ქვეკომიტეტი გამარჯვებულს პრიზს გადასცემს 2023 წლის 15 აპრილს.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს : http://www.farig.org/