ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) მობილობის შედეგები გამოცხადდება 10 თებერვალს, რის შემდეგაც მობილობის მსურველი პირი ვალდებულია, უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ ვადაში – 2023 წლის 10 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით – მიმართოს განცხადებით EEU–ს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს EEU-ს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას.
სპეციალური პირობები 2022-23 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობით EEU-ში ჩარიცხული სტუდენტებისთვის:
🔻ისარგებლეთ გადახდის ინდივიდუალური გრაფიკით და სემესტრის განმავლობაში სწავლის საფასური თქვენი სურვილისამებრ გაყავით 2, 3, 4…. ან მეტ ნაწილად;
🔻 EEU-ში სწავლის პერიოდში ისარგებლეთ დაფინანსების დამატებითი სერვისებით:
- მიიღე ყოველსემესტრული სტიპენდია წარჩინებულთათვის – 600 ლარი;
- ერთჯერადი ჯილდო სტუნდეტის მიერ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში გამოჩენილი განსაკუთრებული აქტივობისთვის (მაგალითად, უნივერსიტეტის წარმოჩენა სპორტულ, კულტურულ, ინტელექტუალურ კონკურსებში, გამოფენებში, სამეცნიერო კონფერენციებში და ა.შ.)
- სტუდედენტური სამეცნიერო პროექტებისა და აქტივობების დაფინანსება – 5000 ლარი;
- უფასო სამედიცინო დაზღვევა ,,მედისონის” კლინიკებში;
- EEU-ში შიდა საუნივერსიტეტო ანაზღაურებადი დასაქმება/სტაჟირება;
🔻 გაიგე მეტი EEU-ს პროგრამების, პერსონალის, გაცვლითი პროგრამების, ახალი თანამედროვე კამპუსისა და დაუვიწყარი სტუდენტური ცხოვრების შესახებ: https://eeu.edu.ge/portfolio/eeu-172/
EEU აცხადებს საბუთების მიღებას საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
EEU-ში ყველა პროგრამა აკრედიტებულია!
საბაკალავრო პროგრამები (იხ. ბმული):
სამართალი – 15 ვაკანსია
ფსიქოლოგია – 15 ვაკანსია
ბიზნესის ადმინისტრირება – 15 ვაკანსია
საერთაშორისო ურთიერთობები – 10 ვაკანსია
არქიტექტურა – 15 ვაკანსია
სამაგისტრო პროგრამები (იხ. ბმული):
სამართალი – 2 ვაკანსია
საჯარო მმართველობა – 2 ვაკანსია
ბიზნესის ადმინისტრირება ფინანსებში – 2 ვაკანსია
განათლების კვლევები და ადმინისტრირება – 2 ვაკანსია
ადამიანური რესურსების მართვა – 2 ვაკანსია
აგრობიზნესის მენეჯმენტი – 2 ვაკანსია
წარმოსადგენი დოკუმენტაციის მიღების ვადები და ნუსხა:
🔻მობილობის მსურველმა პირმა 2023 წლის 10 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით უნდა წარმოადგინოს (პირისპირ ან ელექტრონულად) უნივერსიტეტის მიერ სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტები:
- განცხადება EEU-ს რექტორის სახელზე (იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/wp-content/uploads/2023/01/ganacxadis-forma-mobilobistvis-2-2-2-1.docx)
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი (2005-2010 წლებში ჩარიცხულთათვის);
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/სამხედრო ბილეთი (ვაჟებისთვის);
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი;
- ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინგლისური ენის (B2 დონის) ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
🔻გაითვალისწინეთ! მობილობის მსურველ პირს შეუძლია 7 თებერვლამდე მოგვმართოს (info@eeu.edu.ge, 032 2 48 01 41) კრედიტების წინასწარი აღიარების თხოვნით და 1 დღის ვადაში მიიღოს ინფორმაცია, EEU-ში ჩარიცხვის შემთხვევაში, რამდენი კრედიტი უღიარდება;
მიღების წინაპირობა სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის შემთხვევაში:
- სამაგისტრო პროგრამებზე გადმოსვლის მსურველები გაივლიან ტესტირებას ინგლისურ ენაში (დისტანციურ ფორმატში). ტესტირებისაგან გათავისუფლდებიან კანდიდატები შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში, ასევე, თუ აკადემიური პროგრამის ფარგლებში გავლილი აქვთ სასწავლო კურსი ინგლისურ ენაზე, ან სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვისას ჩააბარეს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში.
- საბაკალავრო პროგრამებზე მიღების წინაპირობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მობილობის პორტალზე რეგისტრაციის დროს: https://students.emis.ge
ინგლისური ენის ტესტის ნიმუში და პასუხები
გამოცდა ინგლისურ ენაში – 15 თებერვალი;
გამოცდის შედეგების გამოცხადება – 15 თებერვალი;
სააპელაციო განაცხადების მიღება – 16 თებერვალი;
უცხო ენის აპელაციაზე შედეგების გამოცხადება – 17 თებერვალი;
საკონტაქტო ინფორმაცია: