არქიტექტურული კომპანია “არქ არეა” აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას შემდგომი დასაქმების პერსპექტივით უმცროსი არქიტექტორის პოზიციაზე. კომპანია “არქ არეა” წარმოადგენს მზარდ, დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ დაწესებულებას, სადაც სტაჟირების დასრულების შემდგომ გელით სამუშაოს შესრულების ხარისხისა და შედეგებზე დაყრდნობით სხვა წამახალისებელი ბენეფიტები. “არქ არეა” წარმოადგენს არქიტექტურული პრაქტიკის მქონე სტუდიას, რომელიც არის ,,ექსპო 2018″-ის ოფიციალური სპონსორი. კომპანია საქართველოს ბაზარს სთავაზობს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი შენობების პროექტირების სრულ პაკეტს.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 1-3 თვემდე.
სტაჟირების პროგრამა მოიცავს, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ სწავლებას!