სსიპ “საჯარო აუდიტის ინსტიტუტი” აცხადებს ვაკანსიას სერტიფიცირებისა და ტრენინგების სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა:
- ტრენინგების დაგეგმვასა და ადმინისტრირებაში მონაწილეობის მიღება;
- ტრენინგების მონიტორინგისა და შეფასების განხორციელება;
- ტრენერებთან პირველადი კომუნიკაცია;
- დაინტერესებული პირებისთვის ტელეფონით ინფორმაციის მიწოდება;
- კომპეტენციის ფარგლებში, საგრანტო წინადადების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელობის მხრიდან სხვა დავალებების შესრულება.
სამუშაო საათები: 10:00 -19:00;
ანაზღაურება: 1000 ლარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სოციალური მეცნიერებების, საჯარო მმართველობის, ფსიქოლოგიის, იურიდიული, საფინანსო ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- საოფისე პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint) საბაზისო დონეზე ცოდნა;
- გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა თქვენი CV/რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე) შეგიძლიათ გააგზავნოთ ელ. ფოსტაზე: sai@sao.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 22 თებერვალი 2023 წელი
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=436037